საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 21/05/2025

ბრძანების N:: 5

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 85/01- 01 05/05/2025 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 85/01-01 05/05/2025 ბრძანების შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 84 დასაფინანსებელი სტუდენტის შესარჩევად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • მირანდა მიქაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ციალა გიორგაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
  • თამარ რუხაძე - დეკანის მოადგილე (სამეცნიერო სფეროში);
  • ნინო ჩიხლაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  • მაია მანგოშვილი - უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი.

2. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 23 მაისისა;
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი